გერმანია

მერკელი არჩევნების შემდეგ პირველ შეხვედრას გიორგი კვირიკაშვილთან გამართავს

facebook.com/KvirikashviliOfficial

ანგელა მერკელი 27 სექტემბერს საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვედება. ბერლინში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მერკელის ოფიციალურ განრიგში არის გამოქვეყნებული. 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი იქნება პირველი უცხოელი მაღალი თანამდებობის პირი, ვისაც მერკელი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეხვდება. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები ორმხრივი ურთიერთობის განვითარების საკითხებს განიხილავენ. 

ანეგლა მერკელის ქრისტიან დემოკრატებმა (CDU) გუშინ გამართულ არჩევნებში ხმათა 33,2% მიიღეს, ეს პარტიისთვის 1949 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

კომენტარები