დღის ფოტო

ქეთევან დედოფლის ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს

საქართველოს საპატრიარქო

ქეთევან დედოფლის ნეშტი ინდოეთიდან საქართველოში 23 სექტმებერს ჩამოიტანეს, 24 ოქტომბერს კი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს.

საპატრიარქოს ცნობით, სამების ტაძრის შემდეგ, 25 სექტემბერს 13:00 საათზე ქეთევან დედოფლის ნეშტს კახეთში, ალავერდის ტაძარში დაასვენებენ. 

"შემდეგ სიწმინდე სხვა ეპარქიებსაც შემოივლის,"- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. 

ქეთევან წამებულის ნაწილების საქართველოში ექვსი თვით ჩამოტანას ქვეყნის ბიუჯეტი 343 000 ლარით აფინანსებს. კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის თქმით, "ნეშტი მთელ საქართველოში იმოგზაურებს".

კომენტარები