ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უწყების თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ქვემო ხოდაშენში დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, ყურძნის წარმომავლობასთან დაკავშირებული ცნობის გაცემის სანაცვლოდ, მოქალაქისგან 1 000 ლარი აიღო.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.
ქრთამის აღება