რესპუბლიკელები

ხათუნა სამნიძე:უსუფაშვილის შენების მოძრაობა არის ფსევდოოპოზიციური, სატელიტი პარტია

republicans.ge

"რესბულიკელების" წევრმა ხათუნა სამნიძემ ეკა კვესიტაძის გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" დავით უსუფაშვილზე და მის ახალ პარტია "შენების მოძრაობაზე" ისაუბრა.

"რესპუბლიკური პარტიიდან წასული რესპუბლიკელები, უსუფაშვილის „შენების მოძრაობა“ არის ასეთი ფსევდოოპოზიციური, სატელიტი პარტია, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ "ოცნების" გარეთ საყრდენი გაიჩინოს."- თქვა ხათუნა სამნიძემ.

სამნიძის თქმით, მას ამ ყველაფრის დამადასტურებელი ფაქტები აქვს.

"დმანისი, მარნეული, ჩოხატაური, გორი - ამ წარდგენების დროს მასთან (უსუფაშვილთან) ოცნებიდან გადავიდნენ თვითმართველობის წარმომადგენლები. მაგალითად, დმანისის გამგებელი, რომელიც 2011 წელს ქართული ოცნების აქტივისტი იყო, 2012 წელს იყო ქართული ოცნების შტაბის უფროსი. გორში უსუფაშვილის პარტიაში გადავიდა ნანიტაშვილი, მერობის კანდიდატი, რომელიც მოქმედი გამგებელია. ასეთივე სიტუაციაა ჩოხატაურში, სადაც სიის მესამე ნომერი არის დავით თოდრია, რომელიც ერთი კვირის წინ ქართული ოცნების სიაში იყო. როდის გადადან ხელისუფლებიდან ასე მასობრივად, 50 კაცი, საჯარო განცხადებებით ოპოზიციაში? როდესაც ისინი ხედავენ თავშესაფარს, გარანტიებს, როდესაც ვიცით რომ სუსი მართავს პროცესებს."- განაცხადა სამნიძემ.

კომენტარები