ხანძარი

საგანგებო: საჭიროების შემთხვევაში, ხვალ წაღვერის ტყეში შსს-ს ავიაცია ჩაერთვება

ნოდარ ცხვირაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით, ხვალ დილიდან ხანძრის სალიკვდაციო სამუშაოებში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200-მდე თანამშრომელი ჩაერთვება. 

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ საჭიროების შემთხვევაში ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში შსს-ს ავიაციაც ჩაერთვება. 

წაღვერის ტყეში ნაძარი დაახლოებით დღის 16:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლი არჯევანიძეების ტყის გაგრძელებაზე, არანახანძრალ ადგილს უკიდია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, მეხია. 

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უკვე მუშაობენ. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. 

კომენტარები