მიწისძვრა იაპონიაში

იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა

Independent

იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროზე 6.1 მაგნიტურის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ფუკუშიმადან დაახლოებით 300 კილომეტრის დაშორებით იყო. მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ გამოუწვევია. ცუნამის შესახებ გაფრთხილებები ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

ეს ბოლო 24 საათის განმავლობაში მესამე მძლავრი მიწისძვრაა. მეხიკოში მომხდარი 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრიდან რამდენიმე საათის შემდეგ ახალი ზელანდიის სამხრეთ სანაპიროდან დაახლოებით 200 კილომეტრის დაშორებით 6.1 მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა, თუმცა ამას ნგრევა და ცუნამი არ გამოუწვევია.

კომენტარები