ემზარ კვიციანი

​კვიციანი ვანოს შოუს ხუმრობაზე: არ არის ეს კონტრდაზვერვის გამოსაძიებელი? 

ბატონმა, რა ქვია იმას, თავგასიებულს რომ ეძახიან? ღლიცინი რომ დაიწყო იმაზე, რომ გაერო მე თურმე სახელმწიფო მგონია. რომელთანაც ვთანამშრომლობდი დაახლოებით თხუთმეტი წელიწადი. რა არის გაერო, რამდენი ქვეყანა არის ამ გაეროში წარმოდგენილი. გაეროს გააჩნია თავისი უსაფრთხოების სამსახური და ამაზე იყო საუბარი სწორედ, სააკაშვილი როცა შეაბრძანეს უკრაინაში და ეს ვაჟბატონები გამოდიან და აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ პოლიტიკოსებმა ხმა ვერ ამოიღონ საქართველოში იმის შიშით, რომ არ დასცინონ მერე. არ არის ეს კონტრდაზვერვის გამოსაძიებელი? ისინი მიზანმიმართულად მუშაობენ სახელმწიფოს წინააღმდეგ. 

პატრიოტთა ალიანსის წევრის, ემზარ კვიციანის განცხადება პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე. 

კომენტარები