ღვინის ექსპორტი

პეკინის მსხვილ მაღაზიათა ქსელში ქართული ღვინო გაიყიდება

CHEERS WINES
სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით ქართული ღვინო პეკინში იმპორტირებული ღვინის მაღაზიების ქსელ CHEERS WINES-ში გაიყიდება. იმპორტირებული ღვინის გაყიდვასთან ერთად მაღაზიათა ქსელი საგანმანათლებლო კურსებსაც ატარებს და მურველებს სხვადასხვა ქვეყნების ღვინის კულტურებს აცნობს. CHEERS WINES-ის ქსელის 45 მაღაზიაში ერთი თვის მანძილზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით უფასო დეგუსტაციები და პრეზენტაციები გაიმართება.

მაღაზიათა ქსელი ჩინეთში 2008 წელს შეიქმნა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათი ექსპერტები საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მოწვევით 2016 წლის სექტემბერში ეწვივნენ.

2017 წლის 8 თვის მონაცემებით ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი გასულ წელთან შედარებით 51%ით გაიზარდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ჩინეთი ამჟამად ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მეორე რუსეთის შემდეგ. პირველ ხუთეულში ასევე შედიან უკრაინა, ყაზახეთი და პოლონეთი. ჯამში მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტზე გასულ წელთან შედარებით 61%-ით მეტი ღვინო გავიდა.

კომენტარები