არჩევნები 2017

"ჩემთვის საკმარისია ის, რასაც პარტია გადაწყვეტს" - ოცნებამ მერობის კანდიდატი შეცვალა

GHN

ქართულმა ოცნებამ მარნეულში მერობის კანდიდატი შეცვალა. პარტიის კანდიდატი ამირან გიორგაძის ნაცვლად, თეიმურაზ აბაზოვი იქნება. ქართული ოცნების პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ მიიღო. მათივე ცნობით, გიორგაძე პარტიის რიგებში რჩება და საკრებულოს წევრად არჩევის შემთხვევაში, თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს. 

ამირან გიორგაძემ კი, ინფორმაცია, რომ მერობის კანდიდატი აღარ არის, მედიისგან შეიტყო. 

"ჩემთვის საკმარისია ის, რასაც პარტია გადაწყვეტს" - უთხრა გურიანიუსს გიორგაძემ.

კომენტარები