პატრიოტთა ალიანსი

ინაშვილი: უნდა დავიწყოთ პოლიტიკური პროექტის რეალიზაცია - საქართველო-ნატო-რუსეთი

Rustavi 2

პატრიოტთა ალიანსმა დღეს რუსთაველის გამზირზე აქცია და მსვლელობა გამართა - პარტიის წევრები მხარდამჭერებთან ერთად ვარდების მოედნიდან პარლამენტისკენ დაიძრა, შემდეგ კი 17-მა ადამიანმა შიმშილობა დაიწყო. მათი მთავარი მოთხოვნები კონსტიტუციაში კონკრეტული ჩანაწერების გაკეთება, სოციალური პრობლემების მოგვარება და რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებაა. 

"ჩვენ ორი გზით მივდივართ: ერთი არჩევნების გზა, უთანასწორო არჩევნების, სადაც მე ვმონაწილეობ და ჩვენი პარტია და მეორე საპროტესტო აქციების გზა. ჩვენი მოთხოვნები უკავშირდება საკონსტიტუციო უზურპაციის შეჩერებას, ჯიბეში ჩაიდეს კონსტიტუცია. სოციალური პოლიტიკის ნაწილში მოთხოვნები: ხალხი გაღატაკდა, მშიერია, უსახლკაროდ რჩება, საბანკო ტერორის ქვეშ არის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. უნდა შეიცვალოს ეს მანკიერი პოლიტიკა. და მთავარი: ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი პოლიტიკური პროექტის რეალიზაცია: საქართველო-ნატო-რუსეთი", - განაცხადა პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა. 

პატრიოტთა ალიანსის ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მოშიმშილეთა რიცხვი გაიზარდოს, ამასთან შესაძლოა მათ თავადაც დაიწყონ შიმშილობა. 

კომენტარები