ხანძარი

თუშეთში, ხახაბოს ტყეში კვლავ ხანძარია, მეხანძრეები ლოკალიზებას ცდილობენ

რუსთავი 2

თუშეთში, ხახაბოს ტყეში მეხანძრეები ამ დროდმე ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას.

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ცეცხლი შესუსტებულია და მდგომარეობა საგანგაშო არ არის.

"გრძელდება მუშაობა ლოკალიზებისთვის, ველოდებით უკვე ლოკალიზებას. ცეცხლი ძალიან შესუსტებულია უკვე. ამ წუთებისთვის საგანგაშო მდგომარეობა არ არის. ადგილზე გვყავს ცოცხალი ძალა, ასევე ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და მიმდინარეობს სამუშაოები. ამ ეტაპზე ვერტმფრენის საჭიროება არ არის", - აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.

კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი ვარაუდობს, რომ ცეცხლის გაჩენა მოსახლეობის დაუდევრობამ გამოიწვია და მათ სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„ვითარება საგანგაშო ნამდვილად არ არის იმ გაგებით, რომ საავტომობილო მიმოსვლა შესაძლებელია იმ ადგილზე. უკვე იქ, ადგილზე თუშეთში მყოფი სახანძრო მანქანა მუშაობს. ფართობი არის ძალიან მცირე, ნახევ არ ჰექტარსაც არ აღწევს. ეს არის მინდორი და ნაწილობრივ ტყის მასივიც," - აცხადებს ქადაგიშვილი რუსთავი 2-თან. 

ხახაბოს ტყეში ხანძარი გუშინ, 16 სექტემბერს, საღამოს გაჩნდა. 

კომენტარები