მუნ ჯე ინი სამხრეთ კორეაში ატომური იარაღის განთავსებას გამორიცხავს

Time Magazine

"მე არ ვეთანხმები იმას, რომ სამხრეთ კორეას სჭირდება საკუთარი ატომური იარაღის განვითარება. ეს ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში გამალებულ შეიარაღებას გამოიწვევს." - თქვა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯე ინმა ჩრდილოეთ კორეის მიერ ატომური იარაღის მეექვსე გამოცდის შემდეგ გამართულ პირველ სატელევიზიო ინტერვიუში.

მიუხედავად იმისა, რომ ის მხარს არ უჭერს ატომური იარაღის განვითარებას და განთავსებას სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ატომური იარაღის განვითარების კუთხით მიღწეული წინსვლის საპასუხოდ სამხრეთ კორეამ უნდა გაზარდოს საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები.

კომენტარები