დღის ფოტო

როგორი იქნებოდა New Yorker-ის გარეკანი, ჰილარი კლინტონი პრეზიდენტი რომ გამხდარიყო

Malika Favre / New Yorker

The New Yorker-ი ნამუშევარს აქვეყნებს, რომელიც მათივე თქმით, ჰილარი კლინტონის გამარჯვების შემთხვევაში ჟურნალის გარეკანი იქნებოდა.

"ეს იქნებოდა ჩვენი პოსტსაარჩევნო გარეკანი, ჰილარი კლინტონი რომ პრეზიდენტი გამხდარიყო. არჩევნების ღამით, ის გამარჯვების სიტყვის წარმოსათქმელად ემზადებოდა. ამის ნაცვლად კი, მომდევნო დილით ის სწრაფად მომზადებული ამტანი ადამიანის სამადლობელი სიტყვით წარსდგა. როდესაც ის და ბილ კლინტონი მანქანით მიდიოდნენ, ის მოტეხილი იყო, საუბრის უნარი ჰქონდა წართმეული და სუნთქვა უჭირდა: "ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდი, რომ ყველას იმედი გავუცრუე","- წერს The New Yorker-ი. 

ჰილარი კლინტონი აშშ-ის 2016 წლის ნოემბერის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიიდან იყრიდა კენჭს და რესპუბლიკელ დონალდ ტრამპთან დამარცხდა.

კომენტარები