მაღვიძარის თვლემის (snooze) ფუქნციის გამოყენება ცუდად მოქმედებს გულ-სისძარღვთა სისტემაზე და ვნებს ნერვულ სისტემას. ამის შესახებ ნეირომეცნიერი მეთიუ ვოლკერი წერს, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტში, ადამიანის ძილის მეცნიერების ცენტრში ასწავლის.
ვოლკერის თქმით 7 საათზე ნაკლები ძილი დაკავშირებული გულის პრობლემებთან, დეპრესიასთან, ალცჰაიმერთან და მღელვარებასთან. ასევე 7 საათზე ნაკლები ძილი ხშირად ხდება წონის მატების მიზეზიც.
ნეირომეცნიერი მაღვიძარას თვლემის ფუნქციის გამოყენების ნაცვლად გვირჩევს, რომ დღის განმავლობაში ხშირად დავიძინოთ ხანმოკლედ და დავლიოთ 2 ჭიქა უკოფეინო ყავა.
მიუხედავად ყველაფრისა, ვოლკერი თვლის რომ ძილის დარღვევისა და დანაკარგისთვის ყველაზე ცუდი თვლემის ფუნქციის გამოყენებაა.
"თვლემის ფუნქციის გამოყენება ნიშნავს იმას, რომ შენ მოკლე დროის მონაკვეთში, რამდენჯერმე ურტყამ გულ-სისძარღვთა სისტემას"- ამბობს ვოლკერი.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



