დავით კეზერაშვილი

ბიბილაშვილი: მელიას განცხადების მიზეზი კეზერაშვილის პროკურატურასთან დალაგება იყო

მე როგორც ვიცი, ნიკა მელიას ამ ემოციური გამოსვლის მთავარი განმაპირობებელი ის იყო, რომ პროკურატურა და ბატონი კეზერაშვილი დალაგდნენ ერთმანეთთან და ივანიშვილის სასამართლომ, სადაც ზოგადად, სამართლის პოვნა შეუძლებელია, ვინაიდან საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს, მას ყველა პრობლემა და ყველა ბრალდება მოუხსნა. ეს იყო მისი განცხადებების განმაპირობებელი ფაქტორი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაზა ბიბილაშვილი ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" აფასებს პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო ყაჩაღი და ფული ძარცვით იშოვა და ის ბიძინა ივანიშვილთან და ბოკერია-უგულავასთან ერთად ცდილობდა ენმ-ის დაშლას

კომენტარები