ჯენიფერ ლორენსი

ჯენიფერ ლორენსმა რუსულ პრესასთან ურთიერთობაზე უარი თქვა

ამერიკელმა ოსკაროსანმა მსახიობმა ჯენიფერ ლორენსმა, რუსულ პრესასთან ურთიერთობაზე უარი თქვა. იგი ლონდონში, ფილმ Mother!-ის პრემიერაზე იმყოფებოდა, იქიდან გამოსულმა კი რუსულ პრესასთან ურთიერთობა პოლიტიკური მოტივით არ ისურვა.

იქ დამსწრე ჟურნალისტების თქმით, მსახიობმა რუს ჟურნალისტებისთვის პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა, შემდეგ კი მათ შენობის დატოვება მოთხოვა. თავად, რუსი ჟურნალისტები თვლიან რომ ლორენსი არასწორად მოიქცა და პოლიტიკური მოტივით პასუხების გაცემაზე უარის თქმა უსამართლობაა.

კომენტარები