მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი და იულია ტიმოშენკო ლვოვში ჩავიდნენ

მიხეილ სააკაშვილი ლვოვში ჩავიდა, მასთან ერთად მისი ოჯახის წევრები და პარტია ბატკივშინას ლიდერი იულია ტიმოშენკო იმყოფება. სააკაშვილი ახლა სიტყვით საპროტესტო აქციაზე გამოდის.

რამდენიმე წუთის წინ უკრაინის შს სამინისტროში განაცხადეს, რომ სააკაშვილმა საზღვარი კანონდარღვევით გადაკვეთა, რის საფუძველზეც გატარებული იქნება კანონით შესაბამისი მოქმედებები.

დაახლოებით 1.5 საათის წინ სააკაშვილის მხარდამჭერებმა გაარღვიეს შეგინის სასაზღვრო გამშვები პუნქტის კორდონი, გადავიდნენ უკრაინა-პოლონეთის საზღვრის ნეიტრალურ ზონაში და იქიდან მიხეილ სააკაშვილი და იულია ტიმოშენკო უკრაინაში შეიყვანეს. 

კორდონის გარღვევის ამსახველი კადრები:

კომენტარები