მიხეილ სააკაშვილი

ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად - უკრაინის შს სამინისტრო

უკრიანის შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი კანონდარღვევით გადაკვეთა. სამინისტროს პრესსპიკერის, ოლეგ სლობოდინის თქმით, სააკაშვილი კანონდამრღვევია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი არტემ შევჩენკო აცხადებს, რომ სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ საზღვრის გარღვევაზე რეაგირებას მოახდენენ.

"ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად"- განაცხადა შევჩენკომ.

კორდონის გარღვევის ამსახველი კადრები:

სასაზღვრო სამსახურშიც ამბობენ, რომ სააკაშვილმა საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.

დაახლოებით 1.5 საათის წინ, სააკაშვილის მხარდამჭერებმა გაარღვიეს შეგინის სასაზღვრო გამშვები პუნქტის კორდონი, გადავიდნენ უკრაინა-პოლონეთის საზღვრის ნეიტრალურ ზონაში და იქიდან მიხეილ სააკაშვილი და იულია ტიმოშენკო უკრაინაში შეიყვანეს. 

სააკაშვილი ნახევარი საათის წინ ავიდა ავტობუსში, რომელიც რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ლვოვისკენ მიემართება. ის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე გეგმავს სიტყვით გამოსვლას.

სააკაშვილთან ერთად პარტია ბატკივშინას ლიდერი იულია ტიმოშენკო იმყოფება. 

კომენტარები