მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილმა საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა - უკრაინის სასაზღვრო სამსახური

Reuters

უკრაინის სასაზღვრო სამსახურში ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი კანონდარღვევით გადაკვეთა. სამსახურის პრესსპიკერის, ოლეგ სლობოდინის თქმით, სააკაშვილი კანონდამრღვევია.

"ხალხის ჯგუფმა, რომელთა შორის სპეციალურად ამ მიზნით მომზადებული ადამიანები იმყოფებოდნენ, გაარღვია შეგინის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, უკანა მხრიდან. შეიძლება ითქვას, რომ ისინი შეიჭრნენ პოლონეთის ტერიტორიაზე, წაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი, დაიწყეს ჩხუბი მესაზღვრეებთან და ძალით შეიყვანეს სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე“, - ამბობს სლობოდინი.

დაახლოებით 1.5 საათის წინ სააკაშვილის მხარდამჭერებმა გაარღვიეს შეგინის სასაზღვრო გამშვები პუნქტის კორდონი, გადავიდნენ უკრაინა-პოლონეთის საზღვრის ნეიტრალურ ზონაში და იქიდან მიხეილ სააკაშვილი და იულია ტიმოშენკო უკრაინაში შეიყვანეს. 

სააკაშვილი ნახევარი საათის წინ ავიდა ავტობუსში, რომელიც რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ლვოვისკენ მიემართება. ის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე გეგმავს სიტყვით გამოსვლას.

სააკაშვილთან ერთად პარტია ბატკივშინას ლიდერი იულია ტიმოშენკო იმყოფება. 

კომენტარები