მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი იმედის და საზმაუს ჟურნალისტებს: თქვენ ხართ ივანიშვილის აგენტები

მე არ ვპასუხობს ოლიგარქების ტელევიზიების კითხვებს. ტელეკომპანია იმედი მე მიმაჩნია ივანიშვილის კარის ტელევიზიად. მომიკითხეთ ივანიშვილი, კარგად მეყოლეთ. თქვენ ისეთი თავისუფლები ხართ, როგორც მე ვარ კიტრი. აქ არიან სერიოზული პოლიტიკოსები და მოიქეცით ადამიანურად. თქვენი ადგილი არის ივანიშვილის გვერდზე და იქ მიბრძანდით. ნუ უშლით ხალხს ხელს მუშაობაში. თქვენ ჟურნალისტები არ ხართ, თქვენ ხართ ივანიშვილის ჩვეულებრივი აგენტები და ივანიშვილის დაქირავებული ცრუპენტელა არხების წარმომადგენლები.

მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც პოლონეთში უკრაინისკენ მიმავალ მატარებელზე იმყოფება, იმედისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.

კომენტარები