ვითარება საავტომობილო გზებზე

ლენტეხი-ბავარის სახიდე გადასასვლელთან გზა დაიტბორა, ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

გზების დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის 12-ე და 18-ე კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

"ძლიერი წვიმების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ12-კმ18 მონაკვეთებზე არსებულ სახიდე გადასასვლელებს გამოერეცხა მისასვლელი გზა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ1-კმ11 და კმ19-კმ24 მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

როგორც ტაბულას გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში უთხრეს, გზის გახსნის ზუსტი თარიღის თქმა ამ დროისთვის რთულია, თუმცა უკვე მიმდინარეობს სამუშაოები.

"მსგავსი შემთხვევა წინა უამინდობის დროსაც იყო და სამუშაოები დღენახევარი გაგრძელდა. ვცდილობთ, რომ ახლა უფრო სწრაფად მოხდეს, ტექნიკა მუშაობს ადგილზე", - აცხადებენ პრესსამსახურში.

კომენტარები