სამხრეთ კორეამ ამერიკული ანტი-სარაკეტო სისტემის განთავსება დაასრულა

Time Magazine

სამხრეთ კორეამ დღეს დედაქალაქიდან 300 კილომეტრში ამერიკული ანტი-სარაკეტო სისტემის ოთხი დარჩენილი სატყორცნი დანადგარი დააყენა. ორი დანადგარი ტერიტორიაზე მაისში განათავსეს.

სამხრეთ კორეის პრემიერ მინისტრის განცხადებით ჩრდილოეთ კორეა 9 სექტემბერს კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტის გამოცდას გეგმავს.

მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობის და სამოქალაქო ჯგუფების მიერ გამართული დაახლოებით 300 კაციანი ბლოკადა 8,000-მა პოლიციის წარმომადგენელმა დაშალა. შედეგად დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი. მომიტინგეების აზრით სისტემის განთავსება კიდევ უფრო დაძაბავს რეგიონში სიტუაციას და ჩრდილოეთ კორეის პროვოცირებას გამოიწვევს.

სამხრეთ კორეის გადაწყვეტილებას ანტი-სარაკეტო სისტემის განთავსების თაობაზე ჩინეთი ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ სისტემის რადარს შეუძლია მის ტერიტორიაზე დაკვირვება, რაც რეგიონული უსაფრთოხების ბალანსს არღვევს.

კომენტარები