ხვალ, შავ ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი, ასევე, დასავლეთ საქართველოში -ძლიერი წვიმა და სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 სექტემბერს, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა საგრძნობლად დაეცემა და უმეტეს რაიონებში იქნება ძლიერი წვიმა ელ-ჭექით, ქარი და ზოგან სეტყვაც. მოსალოდნელია, საქართველოს მდინარეებში წყლის დონის მატებაც.
ამასთან, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელებული ჰაერის ცივი მასების გამო ნალექი მოსალოდნელია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.





