ქარიშხალი

პუერტო რიკოში ქარიშხალი "ირმა" მძვინვარებს

თანამგზავრიდან გადაღებული ფოტო, ირმა 4 აგვისტოს მდგომარეობით
ფოტო: nbc.com

ფლორიდაში ქარიშხლის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

მეოთხე კატეგორიის შტორმად შეფასებული ქარიშხალი "ირმა" კარიბის ზღვის კუნძულებს უახლოვდება.

საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული პუერტო რიკოში. სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე 220 კმ/საათს აღწევს. პროგნოზის მიხედვით, მომდევნო 48 საათში მოსალოდნელია შტორმის გაძლიერება. ქარიშხლის ზუსტი კურსის განსაზღვრა რთულია, თუმცა ვარაუდობენ, რომ პუერტო რიკოს შემდეგ ის ფლორიდას დაატყდება თავს, სადაც უკვე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

დაახლოებით ერთი კვირის წინ აშშ-ის შტატებს ფლორიდას, ტეხასსა და ლუიზიანას ქარიშხალმა ჰარვიმ გადაუარა.

კომენტარები