ქარიშხალი

რუმინეთში ძლიერი ქარიშხლის შედეგად, რვა ადამიანი დაიღუპა და მინიმუმ 67 - დაშავდა

Reuters

დასავლეთ რუმინეთში ძლიერი ქარიშხლის შედეგად, რვა ადამიანი დაიღუპა და მინიმუმ 67 - დაშავდა.

BBC-ის ინფორმაციით, ყველაზე დიდი მსხვერპლი ქალაქ ტიმისოარაში იყო, სადაც ძლიერმა ქარმა ხეები მოთხარა და სახურავები დაანგრია. მოსახლეობის ნაწილს წყლის და ელექტრონერგიის მიწოდება შეუწყდა. ქალაქის მერის ნიკოლაი რობუს თქმით, ქარიშხლის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ, რადგან სინოპტიკოსები მხოლოდ წვიმას პროგნოზირებდნენ.

კომენტარები