ავტოავარია

ფილადელფიაში მანქანა ხალხში შეიჭრა, დაშავდა 8 ადამიანი

NBC10 Philadelphia/Twitter

ამერიკის შტატ ფილადელფიაში მანქანა ხალხის მასაში შეიჭრა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაშავდა.

პოლიციის ცნობით, ქალი, რომელიც მანქანას მართავდა, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დაშავებულები, რომელთაგანაც ერთ-ერთი ორსული ქალია, საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ. პოლიციის განმარტებითვე, მანქანის მძღოლი ადგილზევე დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები