ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

ორსული ცოლის ცემის გამო წალკის რაიონში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცავებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. 1989 წელს დაბადებული ს.ს. წალკის რაიონის სოფელ არსარვანში აიყვანეს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ დაკავებული ორსულ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა ორსულ მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ჯ.ს.-ს, რომელიც, მომხდარის შედეგად, მარნეულის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალბატონს ტვინის მსუბუქი შერყევა დაუდგინდა. ასევე, დადგინდა, რომ ს.ს.-მ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა წარსულშიც რამდენჯერმე მიაყენა." - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა მოძალადე საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, მიმდინარეობს.

კომენტარები