ძიუდო

ნინო ოძელაშვილი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს ყელსაბამის გამო გამოეთიშა

ნინო ოძელაშვილი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატიდან ყელსაბამის გამო მოხსნეს. ქართველი კომენტატორების თქმით საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრს სავარაუდოდ ჯვარი ეკეთა.

ძიუდოს წესების თანახმად ტატამზე ნებისმიერი სახის ყელსაბამით გამოსვლა აკრძალულია.

მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთი იყო დარჩენილი. ოძელაშვილი ნიგერიელ ვინი გოფიტს ანგარიშით 1:0 ამარცხებდა, მაგრამ მსაჯებმა საქართველოს ნაკრების წევრი შუა თამაშიდან მოხსნეს.

კომენტარები