აშშ-ის სანქციები რუსეთს

სერგეი ლავროვმა სან-ფრანცისკოში საკონსულოს დახურვაზე კომენტარი გააკეთა

Reuters

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სან-ფრანცისკოში რუსეთის საკონსულოს დახურვის თაობაზე კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ გუშინ მივიღეთ დეტალური ინფორმაცია, ვმუშაობთ ამაზე და როგორც კი ანალიზს დავასრულებთ მოვახდენთ რეაგირებას.“ - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით რუსეთს ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ ყოველთვის მეგობრული განწყობა ჰქონდა, მათთან კონფლიქტი არ სურთ და ახლაც ღია არიან კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის იმ სფეროებში, რაც რუსეთის ინტერესებში შედის.

„თუმცა როგორც მოგეხსენებათ, ტანგოსთვის ორია საჭირო. დღემდე, ჩემი აზრით ჩვენი ქვეყნები დროდადრო ინდივიდუალურ ბრეიქ დანსს ასრულებენ.“ - დასძინა ლავროვმა.

კომენტარები