ბექა წიქარიშვილი

სასამართლომ ბექა წიქარიშვილი დამნაშავედ ცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

რადიო თავისუფლება

თბილისის საქალაქო სასამართლომ თეთრი ხმაურის დამფუძნებელი ბექა წიქარიშვილი ნარკოდანაშაულში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. წიქარიშვილს წარდგენილი ბრალდება მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის შეძენა-შენახვაში გადაუკვალიფიცირდა, რაც ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს. იქამდე, ბექა წიქარიშვილს გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდა.

თეთრი ხმაურის მოძრაობის დამფუძნებელი არ გამორიცხავს, რომ დანიშნული სასჯელი, 2 000 ლარიანი ჯარიმა გაასაჩივროს. ის გადაწყვეტილებას ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს.

კომენტარები