მარიამ ბაწაშვილი

BBC მარიამ ბაწაშვილზე: თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი პიანისტი

BBC რადიო 3 ახალი თაობის გამორჩეულ ხელოვანებზე მასალას აქვეყნებს. მათ შორის 24 წლის ქართველ პიანისტზე, მარიამ ბაწაშვილზე. ისინი მარიამს თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ პიანისტად მოიხსენიებენ და იხსენებენ, თუ რა გამოხმაურებები მოჰყვა მის გამარჯვებას ლისტის საერთაშორისო კონკურსზე 2014 წელს, სადაც მას მედიის პრიზიც ერგო. მაშინ ჟიურიმ მას სრულყოფილი ხელოვანიც უწოდა, „შესანიშნავი შეხებით“ და „გულწრფელი ემოციით.“

მარიამი 1993 წელს დაიბადა თბილისში. მან მუსიკალური გამოცდილება ისეთ მნიშვნელოვან სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად მიიღო, როგორიცაა ჰოლანდიის რადიო ფილარმონიური ორკესტრი, როტერდამის და ბრიუსელის ფილარმონიული ორკესტრები.

მარიამ ბაწაშვილი ევროპის საკონცერტო დარბაზების ორგანიზაციის მიერ „ამომავალ ვარსკვლავადაც“ იყო ნომინირებული 2016-2017 წლებისთვის. ის ევროპის წამყვანი საკონცერტო დარბაზების ხშირი სტუმარია. 2017-18 წლების სეზონიც მისთვის ევროპული დებიუტებითაა მდიდარი. მისი ტური ევროპის ფარგლებსაც ცდება, მარიამს აშშ-სა და მექსიკაშიც მოუსმენენ.
 

კომენტარები