სტრასბურგის მოსამართლეები

მოსამართლეები ფაფიაშვილი და სიჭინავა - სტრასბურგისთვის ახალი კანდიდატები შეარჩიეს

ოთარ სიჭინავა

საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე წადგენილი 4 კანდიდატიდან 2 ახალი კანდიდატი შეარჩია: საკონსტიტუციოს სასამართლოს მოქმედი მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე ოთარ სიჭინავა, რომელიც მანამდე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო.

ფაფიაშვილიც და სიჭინავაც ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ და კონტროვერსიულ საქმეებთან არიან დაკავშირებული - გიგი უგულავასა და კაბელების საქმის მონაწილეების, ასევე რუსთავი 2-ის საკონსტიტუციო სარჩელებთან. ფაფიაშვილს და სიჭინავას განხილვის განგებ გაჭიანურებაში ადანაშაულებდნენ. მათი არდასწრების გამო, სხდომებზე კვორუმიც ვერ ივსებოდა.

სტრასბურგისთვის კანდიდატების შერჩევის პროცესს, სადაც ფაფიაშვილი და სიჭინავაც შეარჩიეს, კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ბოიკოტი გამოუცხადა. მათ თქვეს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ რჩეულებს მხარს უპირობოდ უჭერდნენ.

ეს კანდიდატები უკვე მესამედ გამოცხადებული კონკურსით შერჩნენ. ლადო ჭანტურიას კანდიდატურა შერჩეულია. მის გარდა, წინა ჯერზე, სტრასბურგის ექსპერტთა საბჭომ ყველა წარდგენილი კანდიდატი დაიწუნა სხვადასხვა მიზეზით.

კომენტარები