ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ჩამოსვენების შემდეგ, პრაქტიკულად, მთელ ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, მოილოცოს – ნეშტი არ იქნება მხოლოდ თბილისში და არ გაჩერდება მხოლოდ ერთ ადგილას, არამედ იმოგზაურებს მთელ საქართველოში, ყველა ეპარქიაში. დღევანდელი კონტრაქტი ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დროებით (6 თვით) მოხდეს წმინდა ნაწილების ჩამობრძანება, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ ეს ვადა გარკვეული ხნით კიდევ უფრო გაგრძელდეს. როგორც მინიმუმ, ექვსი თვე ჩვენ გვექნება საშულება, რომ ეს წმინდა ნაწილები საქართველოში იმყოფებოდეს.
tbl.ge/2h5m
დაკოპირდა
ნეტგაზეთის ცნობით, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ქეთევან დედოფლის ნაწილების ჩამოსვენებაზე. აღსანიშნავია, რომ ქეთევან წამებულის ნაწილების საქართველოში ჩამოტანას ბიუჯეტი 343 000 ლარით აფინანსებს.
ამავე თემაზე
- ილია II ინდოეთის პრემიერს ქეთევან დედოფლის ნაწილების კიდევ 6 თვით დატოვებას თხოვს
- ილია II ქეთევან დედოფლის ნაწილებზე: შეხედავს, როგორ ცხოვრობს საქართველო მის გარეშე
- ილია II: დღეს თითქოს ცა და ქვეყანა გამთლიანდა, დაბრუნდა ჩვენი საყვარელი დედოფალი
- ილია II: ერი, რომელსაც ჰყავს ამდენი წმინდანი, როგორ შეიძლება, ურწმუნო იყოს?
- საპატრიარქო: საქართველოს ვულოცავთ ქეთევან დედოფლის წმიდა ნაწილის შემობრძანებას