რუსეთის პოლიტიკა

რუსი დიპლომატების საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებები

GETTY IMAGES

რუსეთის ელჩი სუდანში, მირგაიას შირინსკი 23 აგვისტოს ხარტუმში, საკუთარი სახლის საცურაო აუზში მკვდარი იპოვეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა, მარია ზახაროვამ, BBC-ს ხუთშაბათს განუცხადა, რომ შირინსკი მწვავე გულის შეტევით გარდაიცვალა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთის ელჩის გარდაცვალების მე-7 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ორი გულის შეტევით გარდაიცვალა, მირგაიას შირინსკი მესამეა.

ყველაზე აღსანიშნავი, რუსეთის ელჩის გაეროში, ვიტალი ჩურკინის გარდაცვალება იყო. იგი ნიუ-იორკში, თებერვალში გულის შეტევით გარდაიცვალა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ნიუ იორკის სამედიცინო ექსპერტიზას სთხოვა, რომ არ გაეცათ მისი გაკვეთის შესახებ ინფორმაცია.

რომან შკრინიკოვი, რუსეთის ყოფილი ელჩი ყაზახეთში, ასევე გულის შეტევით გარდაიცვალა 2016 წელს.

გარდა ზემოთ ნახსენები სამი ელჩისა, რუსეთის 5 ცნობილი მოქალაქე გარდაიცვალა უცაბედი გულის შეტევით ბოლო 14 წელიწადში. Buzzfeed News-სა და USA Today-ს ცნობით, რუსეთი მის საზღვრებს გარეთ, მინიმუმ 33 ადამიანის სიკვდილის უკან დგას, ბოლო 14 წლის განმავლობაში. 

სკოტლანდ იარდის ყოფილი მეთაურის რიჩარდ ვოლტონი Bussines Insider-თან საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთი დახელოვნებულია "მკვლელობის შენიღვბაში" ბიოლოგიური ან ქიმიური საშუალებების გამოყენებით, რომლებიც არანაირ კვალს არ ტოვებენ.

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ალექსანდრე პერეპილიჩნის საქმეც. ყოფილი რუსი ფინანსისტი, რომელიც გეგმავდა, ფარდა აეხადა $230 მილიონ დოლარიანი ფულის გათეთრების საქმისთვის, რომელიც რუსულმა მაფიამ და მთავრობამ ერთად განახორციელეს. იგი 2012 წელს დიდ ბრიტანეთში გარდაიცვალა, გარდაცვალების თავდაპირველი ვერსია გულის შეტევა იყო, რამდენიმე ხნის შემდეგ კი გამომძიებლებმა მის ორგანიზმში ჰიმალაური გელსემიუმის კაეონარაბდიტის კვალი იპოვეს, რომელიც ბიოლოგური აგენტია და გულის შეტევის გამოწვევა შეუძლია.

მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ სუდანში რუსეთის ელჩის, მირგაიას შირინსკის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ომარ ჰასან ალ-ბაშირმა მოსკოვში ვიზიტისა და ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შესახებ განცხადება გააკეთა. 

როლფ მოუატ-ლარსენი ჰარვარდის კენედის სკოლის ექსპერტი, Washington Post-თან საუბრისას ამბობს, რომ სამყაროში ბევრი უცნაური დამთხვევაა. მისივე თქმით, ვლადიმირ პუტინს შესაძლოა ძალიან მოსწონდეს ის ფაქტი, რომ დიპლომატებს მისი ეშინიათ, ის მას ძალიან კომფორტულად აგრძნობინებს თავს.

კომენტარები