ქეთევან დედოფალი

ქეთევან წამებულის ნაწილების საქართველოში ჩამოტანას ბიუჯეტი 343 ათასით აფინანსებს

ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი მოზაიკა
mfa.gov.ge

1624 წელს ქალაქ შირაზში ნაწამები ქეთევან დედოფლის ნაწილებს 6 თვით ინდოეთიდან საქართველოში ჩამოიტანენ. პროექტს საქართველოს ბიუჯეტი აფინანსებს და ის 343 ათასი ლარი დაჯდება.

შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ 23 აგვისტოს გამოსცა. დოკუმენტის მიხედვით, ინდოეთის მთავრობასთან მიღწეულია შეთანხმება წმინდანად შერაცხული დედოფლის ნაწილების 6 თვით საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით.

პროექტს კულტურის სამინისტრო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ეროვნულ მუზეუმთან ერთად შეასრულებს.

ისტორიული წყაროების მიხედვით, კახეთის დედოფალი ქეთევანი პოლიტიკურ მძევლად ირანში 1614 წელს წაიყვანეს. დედოფალმა უარი თქვა, შეეცვალა სარწმუნოება, რის გამოც 1624 წელს ის ქალაქ შირაზში წამებით მოკლეს.

ავგუსტინელმა მისიონერებმა დედოფლის ნაწილები ინდოეთში, გოაში მდებარე მონასტერში დაკრძალეს.

კომენტარები