ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილე 39 ათასამდე აბიტურიენტიდან 28 ათასზე მეტი სტუდენტი გახდა.
ეროვნული გამოცდების შედეგად, სწავლის 100%იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა, 70%-იანი - თითქმის 1500-მა, 50%-იანი კი 4000-ზე მეტმა სტუდენტმა.ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე 4000-ზე მეტი სტუდენტი მოხვდა.
მიმინოშვილის ინფორმაციით, წელს სტუდენტი 1000-ზე მეტი არაქართულენოვანი აბიტურიენტი გახდა.