ბექა მინდიაშვილი

მინდიაშვილი: ძალადობრივი გარემო ყველას ბრალია, ვინც რუსულ ფაშიზმს არ უპირისპირდება

ის, რომ ტარდება ქართველთა მარში, ის, რომ ნამუსახდილი ფარჩაკები ჯგუფურ გაუპატიურებას პირდებიან 23 წლის გოგოს, ის, რომ მიმდინარეობს მუდმივი გინება უფლებადამცველი ორგანიზაციების, ის, რომ ჰომოფობურ ნიადაგზე უკვე უშუალოდ პოლიცია ძალადობს, ის, რომ მთელ სოფელს შეუძლია ადამიანი გაუპატიურებით დასაჯოს მარტო ამ ხელისუფლების ბრალი არ არის, არამედ ყველა პოლიტიკოსის, პარტიის, ორგანიზაციის, ადამიანის ვინც აქტიურად არ უპირისპირდება ამ, დიახაც, რუსულ ფაშიზმს, ვინც თაკილობს ანტირასისტულ საპროტესტო აქციებზე დგომას, ვინც ხმების დაკარგვის შიშით, ჩუმადაა, ან ისევ კელაპტრებით ხოხვას განაგრძობს ანაფორიანი კაცუნების წინაშე, ვინც ყველაზე მეტად საკუთარ კომფორტსა და მდგომარეობას უფრთხილდება.

ჩვენი საზოგადოება, დიდი ხანია ტოტალური ძალადობის მორევშია ჩაფლული და ამ ბითური მთავრობის მიერ წახალისების შედეგად, რასისტი, ქსენოფობი, ჰომოფობი პუტინის შნირები თავს, სინამდვილეში, აქ ყველაზე კომფორტულად და ლაღად გრძნობენ. ისინი არ ისჯებიან, მათ ბინძურ სიფათებს არავინ აფურთხებს, მათთვის ღიაა მედია და პოლიტიკა, მათთვის ღიაა ეკლესია და კულტურა. ჩვენ მათ უმაქნისი განცხადებების გარდა რეალურად, ვერაფერს ვუპირისპირებთ.

მუდმივად ვამბობ, ამ უბედურებამ საბოლოოდ ვულკანივით რომ არ ამოხეთქოს, ყველა და ყველაფერი ძალადობის ლავით არ დაფაროს, აუცილებელია, ძალისხმევის გაერთიანება, ერთობლივი ბრძოლა ამ კატასტროფისგან ადამიანისა და საქართველოს დასაცავად. ნუთუ ეს შეუძლებელია ?

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი Facebook-ზე წერს.

კომენტარები