კულტურა

ლონდონში ვაგინის მუზეუმი გაიხსნება

EveningStandart-ის მიხედვით, ლონდონში ვაგინის მუზეუმი გაიხსნება. მას შემდეგ რაც ამ ჩანაფიქრის ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ ისლანდიაში პენისის მუზეუმი არსებობს, ვაგინის მუზეუმი მსოფლიოში კი არსად არ გვხვდება, გადაწყვიტეს რომ ის ლონდონში გაეხსნათ.

მუზეუმი 2017 წლის შემდგომაზე გაიხსნება და გახსნასთან დაკავშირებით ჩატარდება ღონისძიებები, რომლებიც ქალების სხეულს დაუკავშირდება. მაგალითად, მოეწყობა ემა რისის წიგნის The Vagina: A Literary and Cultural History-ს პრეზენტაცია, ასევე გაიმართება ვაგინასთან დაკავშირებული საშინელებათა ფილმის Teeth-ის ჩვენება.

კომენტარები