პატრიარქი ბორჯომის ხეობაში ჩავა და პარაკლისს გადაიხდის

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე დღეს ბორჯომის ხეობაში ჩავა და სოფელ დაბას ეკლესიაში პარაკლისს გადაიხდის. დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილის ინფორმაციით, ილია მეორე უკვე გზაშია. 

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციას მეხუთე დღეა, ცდილობენ. პროცესში 6 ვერტმფრენი, 1 სახანძრო თვითმფრინავი, ათეულობით მძიმე ტექნიკა და 1500-მდე ცოცხალი ძალაა ჩართული.

კომენტარები