ალავიძე: ცეცხლის ჩაქრობა ხანგრძლივი პროცესი იქნება, 1-2 დღეში ვერ დასრულდება

ღამე ქარი არ იყო, შესაბამისად, ხანძრის მასშტაბები არ გაზრდილა. ქარი არც ახლა არის, თუმცა ხანძრის კერები ბევრია, ტორფია გაღვივებული. ჩაქრობა და ცეცხლის ლიკვიდაცია ხანგრძლივი პროცესი იქნება. ერთ და ორ დღეში ეს ვერ დასრულდება იმიტომ, რომ ტერიტორია დიდია და სხვადასხვა ადგილზე ჩნდება ხანძრის კერები.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ინტერპრესნიუსთან საუბარში.

კომენტარები