ხოშტარია ხანძარზე: ახლა არ ვისაუბრებთ ხარვეზებზე, ამის დრო აუცილებლად მოვა

არ შემიძლია, [გამოსვლა] არ დავიწყო ძალიან დიდი მადლობით ჩვენი მაშველების და მეხანძრეების მიმართ, რომლებიც მართლაც თავისი სიცოცხლის რისკის ფასად, ამდენი დღეა ებრძვიან ხანძარს და იცავენ ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას. ასევე, დიდი მადლობა იმ მეზობელ ქვეყნებს, რომლებიც გვეხმარებიან ამ სტიქიის დროს. რა თქმა უნდა, საზოგადოებაში დაგროვილია გარკვეული კითხვები მიზეზებზე, თავად რეაგირების მექანიზმებზე, მაგრამ ჩვენ დღეს გამიზნულად უარს ვამბობთ, რომ აქ მოვაწყოთ დისკუსია ამაზე, დავსვათ ეს კითხვები. ამის დრო აუცილებლად მერე მოვა. ამიტომ, უბრალოდ, მხარს ვუჭერთ ამ დადგენილებას

ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას გამოსვლა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე

კომენტარები