შესაძლოა, დღეს ბორჯომის ხეობაში იწვიმოს

შესაძლოა, დღეს ბორჯომის ხეობაში იწვიმოს. სინოპტიკოს მაია ქააძის თქმით, სავარაუდოდ, ტემპერატურა 27 გრადუსამდე დაიწევს. 

„დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი შესაძლებელია აღინიშნოს ბორჯომის ხეობაში. გასულ დღეებთან შედარებით ჰაერის ტემპერატურა იკლებს 27-29 გრადუსის ფარგლებში. დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, ეს ძირითადად ეხება მტკვრის ხეობას, თუმცა ბორჯომის ხეობაშიც დროგამოშვებით დაუბერავს დასავლეთის ქარი 5 – 10 მეტრი წამი, რომელიც სინოპტიკურად არ ითვლება ძალიან ძლიერ ქარად,“ - ამბობს რუსთავი 2-თან საუბარში ქააძე.

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობას მეოთხე დღეა, ცდილობენ. ქარის და მაღალი ტემპერატურის გამო, ხანძრის კერები რამდენჯერმე გაღვივდა და ცეცხლმა მოიმატა. ხანძრის ჩაქრობას ხუთი ვერტმფრენი, ათეულობით მძიმე ტექნიკა და რამდენიმე ასეული მეხანძრე-მაშველი ცდილობს.

კომენტარები