თურქეთიდან გამოგზავნილი ორი ვერტმფრენი ბორჯომში ჩაფრინდა

Giorgi Kvirikashvili/fb.com

თურქული ვერტმფრენები უკვე ბორჯომშია. ორი სამაშველო ვერტმფრენი სტიქიის ზონაში რამდენიმე წუთის წინ შევიდა.

ამ დროისთვის, ბორჯომის ხეობაში ჯამში 5 ვერტმფრენი მუშაობს - 2 თურქული, 2 ქართული და 1 - აზერბაიჯანული. თურქეთიდან კიდევ ელოდებიან დიდ სახანძრო თვითმფრინავს.

ვერტმფრენები სტიქიის ზონაში მუშაობას დაღამებამდე შეძლებენ. ღამით ისინი მუშაობას შეწყვეტენ, დილით კი, განაახლებენ. მეხანძრე-მაშველები და მძიმე ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს.

ბორჯომში ხანძარი კვირას გაჩნდა. გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია ხანძრის ლოკალიზების შესახებ, თუმცა ღამით ხანძარი გაძლიერდა და ახალი ტერიტორიები მოიცვა. ხანძარის ფართობი 12 ჰექტარია. 

ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზების პროცესში, ამ დროისთვის 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი და ათეულობით მძიმე ტექნიკაა ჩართული. 

კომენტარები