ხანძარი

ხანძარი სოფელ დაბაში - ქრონოლოგია

20 აგვისტო - დღის პირველი ნახევარი - ბორჯომის სოფელ დაბაში ცეცხლი გაჩნდა.



ცეცხლის კერების გაჩენიდან რამდენიმე საათში, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ადგილზე უკვე ვერტმფრენის საშუალებით ცდილობდა ცეცხლით ჩაქრობას. უწყებაში ამბობდნენ, რომ მიუვალი ადგილების გამო, ხანძრის ჩაქრობის პროცესი გართულებული იყო. ამასთან, არსებობდა საფრთხე, რომ ცეცხლი სხვა ტერიტორიებსაც მოდებოდა.

გვიან ღამით ვერტმფრენმა მუშაობა შეწყვიტა და დილით განაახლა.



21 აგვისტოს დილა - ადგილზე უკვე 100-ზე მეტი მეხანძრე და მძიმე ტექნიკა მუშაობდა. ამ დროისთვის უკვე ტყის მასივის 2,5 ჰექტარი იყო დამწვარი. 

რამდენიმე საათში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხანძარი ლოკალიზებული იყო. 

ამავე დროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს უკვე ჰქონდა გამოქვეყნებული ამინდის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელი იყო ქარის მატება. ამასთან, სააგენტოს პრესსამსახურმა გვითხრა, რომ მათ ამის თაობაზე შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია ჰქონდათ. 

ამის მიუხედავად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იმედოვნებდა, რომ დღის ბოლომდე ხანძრის სრული ლიკვიდაცია მოხდებოდა. შესაბამისად, დამატებითი ღონისძიებებისთვის აღარ მიუმართავთ. ამ პერიოდისთვის უკვე 5 ჰექტარი ტყის მასივი იყო დამწვარი.

21 აგვისტო - დღის მეორე ნახევარი - ქართან ერთად ხახნძარი გაძლიერდა, აზერბაიჯანმა საქართველოს დამხმარე ვერტმფრენი გამოუგზავნა.



საღამო - ვერტმფრენებმა "ცუდი ხილვადობის, დაკვამლიანების და ძლიერი ქარის გამო, სპეციალისტების რეკომენდაციით" დროებით შეწყვიტეს მუშაობა. 

22:00 საათი - პრემიერმინისტrმა გიორგი კვირიკაშვილმა ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით საგანგებო შტაბი შექმნა. ამ დროისთვის ხანძრის მასშტაბმა საგრძნობლად იმატა.

 


პრემიერმა დასახმარებლად თურქეთსა და აზერბაიჯანს მიმართა. 

ღამით მოსალოდნელი ქარის გამო ხანძრის კერები კვლავ განახლდა და ცეცხლმა იმატა. 

ამჟამად ადგილზე 500-ზე მეტი სახანძრო მაშველი მუშაობს. სატყეო სააგენტოს უფროსის თქმით, ამ ეტაპზე სოფელ დაბაში უკვე 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი.

კომენტარები