მღებრიშვილი: მთელი ძალებით ვუტევთ ხანძარს

რა ინფორმაციასაც მაწვდიან შემთხვევის ადგილზე მყოფი ჩვენი თანამშრომლები, აალება ძლიერი არ არის. ადგილ-ადგილ შესაძლოა იყოს, მაგრამ საგანგაშო სიტუაცია არ გვაქვს. რაც მთავარია, დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს. დღეს დილიდან მობილიზებული გვყავს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი, რომელიც ჩაერთო ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში. ასევე მუშაობს სპეცტექნიკა. 3 კილომეტრი გზა გაიჭრა ტყეში, რათა სახანძრო მანქანები მიდგომოდნენ ხანძრის კერებს. მთელი ძალებით ვუტევთ ხანძარს.

ინტერპრესნიუსის ცნობით, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.

კომენტარები