თბილისის მერია

ყაზბეგის გამზირიდან პეკინის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა 9 საათით შეიზღუდება

panoramio.com

თბილისის მერიის ცნობით, დღეს 15:00 საათიდან 00:00 საათამდე ყაზბეგის გამზირიდან პეკინის ქუჩაზე ტრასნპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

აღნიშნული შეფერხების მიზეზად თბილისის მერია პეკინზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებს.

"ყაზბეგის გამზირიდან პეკინის ქუჩაზე მოსახვედრად როგორც კერძო, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს გამრეკელის და შემდეგ მიცკევიჩის, ცინცაძის ან ბახტრიონის ქუჩების გავლით,"- წერია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები