ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად 500 მეხანძრე-მაშველი მუშაობს

Giorgi Kvirikashvili/fb.com

ბორჯომში, სოფელ დაბასთან, ხანძრის საწინააღმდეგო სამუშაოებში 500 მაშველი და სპეციალური დანაყოფია ჩართული. მუშაობა განაახლეს ვერტმფრენებმაც. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის თქმით, ხანძრის კერა ორი მიმართულებით რჩება - წაღვერის და ყვიბისის. 

ბორჯომის ხეობაში ტყის მასივს ხანძარი 20 აგვისტოს გაუჩნდა. გუშინ მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება მოხდინეს, თუმცა ქარის გამო, ხანძრის კერები კვლავ განახლდა და ცეცხლმა იმატა.

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბორჯომში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საგანგებო შტაბი შექმნა. 

კომენტარები