ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017

მეჭიაური: გადავწყვიტე, კენჭი ვიყარო თიანეთის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე

დიდი ფიქრის შემდეგ, გავითვალისწინე ჩემთვის საპატივცემულო ადამიანების თხოვნა და გადავწყვიტე, კენჭი ვიყარო თიანეთის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე... ამ გადაწყვეტილების მოტივებზე ვისაუბრებ მოგვიანებით... P.S. კარგი ხალხის მხარდაჭერაზე უარს არ ვიტყვი... კანდიდატურის მოხსნა გამორიცხულია.

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. თამაზ მეჭიაურმა ამის შესახებ facebook-ში დაწერა.

კომენტარები