ხანძარი

სოფელ დაბაში ცეცხლის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაში ცეცხლის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ. ცეცხლის ჩასაქრობად გუშინ შუადღიდან 100-ზე მეტი მეხანძრე და მძიმე ტექნიკა მუშაობს. მათ მოხალისეებიც შეუერთდნენ.

რთული რელიეფის გამო სახანძრო-სამაშველო სამსახურების ტექნიკას ხანძრის კერასთან მიახლოება უჭირს. ცეცხლის ჩაქრობას სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენი ცდილობდა, თუმცა, მან ღამით მუშაობა შეწყვიტა და დღეს დილიდან განაახლა. 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაში ხანძარი 2008 წლის აგვისტოს ომში რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბილ ტერიტორიას გუშინ გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი დაუდევრობით გაჩნდა, თუმცა, მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები