მეფე ლომი

ის, რაც მეფე ლომზე აქამდე არ იცოდით - მუფასა და სკარი ძმები არ არიან

კადრი მულტფილმიდან "მეფე ლომი"

არ აქვს მნიშვნელობა, ნანახი გაქვთ თუ არა უოლტ დისნეის 90-იანი წლების ერთერთი ყველაზე პოპულარული მულტფილმი "მეფე ლომი", შემთხვევით მაინც გეცოდინებათ მისი შინაარსი: მეფე ლომს თავისი ბოროტი ძმა კლავს, რომელიც შემდეგ ძალაუფლებას იგდებს ხელში და მთელ სამეფოს ანადგურებს იქამდე, სანამ ტახტის ნამდვილი მემკვიდრე, მეფე ლომის შვილი არ ბრუნდება შინ. 

თუმცა სინამდვილეში, მუფასა და სკარი ძმები არ არიან. ყოველ შემთხვევაში, სისხლით მაინც.

Hello Giggles-ის ჟურნალისტები "მეფე ლომის" რეჟისორსა და პროდიუსერს რობ მინკოფსა და დონ ჰანს ესაუბრნენ, რომლებმაც თქვეს, რომ სინამდვილეში ანიმაციურ ფილმში არანაირი ძმები არ არსებობენ.

"როდესაც ფილმზე ვმუშაობდით, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ სკარსა და მუფასას საერთო მშობლები არ ეყოლებოდათ. ლომებში ასე ხდება - როდესაც მეფე ლომი ბერდება, სხვა ლომი მოდის და კლავს პრაიდის თვალწინ. ამის შემდეგ, ძუ ლომები მიდიან იმისთვის, რომ გამრავლდნენ და შემდეგ ახალგაზრდა ლომი კლავს მეფეს და ყველა ბოკვერს და თვითონ ხდება მეფე და პრაიდის მმართველი,"- ამბობს ჰანი. 

პროდიუსერი ჰანი ასევე ხსნის, როგორ მოხდა რომ ერთდროულად ორი ხვადი ლომი იყო სამეფო ოჯახში. 

"არსებობს პრაიდები, რომლებსაც ორი ხვადი ლომი ჰყავთ, თუმცა ისინი თანასწორები არ არიან (გამომდინარე იქიდან, რომ მათ საერთო მშობლები არ ჰყავთ). ერთი ლომი ყოველთვის იქნება ჩრდილში. ჩვენ ვეცადეთ, რომ ეს რეალობა ამბის ასაწყობად გამოგვეყენებინა, აქედან გამომდინარე, სკარსა და მუფასას ერთნაირი გენეტიკა ვერ ექნებოდათ. თვითონ სკარიც ამბობს ამას. როდესაც მუფასა მას უბრაზდება იმის გამო, რომ სიმბას კორონაციას არ დაესწრო, სკარი პასუხობს, რომ ის სხვა გენეტიკისაა". 

ახლა სრულიად ბუნებრივია, რატომ არის სკარი ასე მონდომებული მიიღოს ყველაფერი, რასაც შეძლებს, მაშინაც კი, თუ ეს მეფის მკვლელობას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ მუფასა მას "ძმას" ეძახის და ლომების ოჯახის წევრია, მან სხვებზე უკეთ იცის, რომ სინამდვილეში იქაურობას არ ეკუთვნის. ის ორ ხვად ლომს შორს უფრო დაბლა დგას. და სწორედ ეს აიძულებს მას გაბოროტდეს, მოკლას მეფე... და ნუ, მოკლედ, დანარჩენი იცით, როგორც ხდება. 

კომენტარები